
მარკოზის სახარება 10:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით.
მარკოზის სახარება 10:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-36 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 10:28 კონტექსტში
10:26ხოლო მათ უფრო უკვირდათ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
10:27იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის.
10:28დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით.
10:29იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,
10:30და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 10:28
- მათეს სახარება 19:27მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?
- მათეს სახარება 19:30მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი.
- ლუკას სახარება 18:28და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით.
- ლუკას სახარება 18:30და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.
- ლუკას სახარება 14:33ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
- მარკოზის სახარება 1:16ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
- მარკოზის სახარება 1:20და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას.
- ფილიპელთა მიმართ 3:7მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 10
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში