
ლუკას სახარება 18:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით.
ლუკას სახარება 18:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 18:28 კონტექსტში
18:26ამის გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
18:27ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.
18:28და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით.
18:29ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,
18:30და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 18:28
- მარკოზის სახარება 10:28დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით.
- ფილიპელთა მიმართ 3:7მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;
- მათეს სახარება 19:27მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?
- ლუკას სახარება 5:11როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.
- მათეს სახარება 4:19და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.
- მათეს სახარება 4:22მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.
- მათეს სახარება 9:9იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 18
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში