
მარკოზის სახარება 10:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ?
მარკოზის სახარება 10:36 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირა (სახარება).
მარკოზის სახარება 10:36 კონტექსტში
10:34შეურაცხყოფენ, სცემენ აფურთხებენ და მოკლავენ; მესამე დღეს კი აღდგება იგი.
10:35მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ.
10:36იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ?
10:37მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენ მარჯვნივ და მეორე შენ მარცხნივ დავსხდეთ.
10:38მაგრამ იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 10:36
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 10
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში