გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მარკოზის სახარება 10:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მარკოზის სახარება 10:37

მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენ მარჯვნივ და მეორე შენ მარცხნივ დავსხდეთ.

მარკოზის სახარება 10:37 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 18 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირა (სახარება).

მარკოზის სახარება 10:37 კონტექსტში

10:35მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ.

10:36იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ?

10:37მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენ მარჯვნივ და მეორე შენ მარცხნივ დავსხდეთ.

10:38მაგრამ იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ?

10:39მათ თქვეს: შეგვიძლია, ხოლო იესომ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.

პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 10:37

განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 10

სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში