
მარკოზის სახარება 10:51 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას!
მარკოზის სახარება 10:51 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 31 კვირის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 10:51 კონტექსტში
10:49იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის.
10:50მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა.
10:51იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას!
10:52იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 10:51
- ლუკას სახარება 18:41რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!
- ლუკას სახარება 18:43მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.
- მათეს სახარება 7:7ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.
- მარკოზის სახარება 10:36იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ?
- ნეშტთა შორისა ბ 1:7იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?
- ფილიპელთა მიმართ 4:6ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.
- მათეს სახარება 6:8ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.
- მათეს სახარება 23:7და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 10
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში