
ფსალმუნი 110:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითისფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
ფსალმუნი 110:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 110:1 კონტექსტში
110:1დავითისფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
110:2კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
110:3შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 110:1
- ებრაელთა მიმართ 10:12მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
- ებრაელთა მიმართ 10:13მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ.
- კორინთელთა მიმართ ა 15:25რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს.
- ლუკას სახარება 20:42ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ,
- ლუკას სახარება 20:43ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს.
- ებრაელთა მიმართ 1:13რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“?
- მარკოზის სახარება 12:35კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?
- მარკოზის სახარება 12:37ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 110
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 110 · გახსენი ბიბლიის მკითხველში