
ლუკას სახარება 18:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!
ლუკას სახარება 18:41 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-34 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 18:41 კონტექსტში
18:39წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!
18:40იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:
18:41რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!
18:42იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
18:43მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 18:41
- მათეს სახარება 20:21მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს.
- მათეს სახარება 20:22იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.
- რომაელთა მიმართ 8:25ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
- ფილიპელთა მიმართ 4:6ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 18
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში