
მარკოზის სახარება 11:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება.
მარკოზის სახარება 11:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 31 კვირის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 11:18 კონტექსტში
11:16და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში.
11:17ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
11:18გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება.
11:19შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა.
11:20დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 11:18
- მათეს სახარება 7:28და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
- მარკოზის სახარება 12:12უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.
- ლუკას სახარება 19:47იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდელმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ;
- მარკოზის სახარება 3:6გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი.
- მარკოზის სახარება 14:1ორი დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. და მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ შეეპყროთ მზაკვრობით და მოეკლათ იგი.
- მარკოზის სახარება 14:2მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.
- ესაია 49:7ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია.
- მოციქულთა საქმენი 24:25მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 11
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში