
მათეს სახარება 7:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
მათეს სახარება 7:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 7:28 კონტექსტში
7:26და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი.
7:27მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი.
7:28და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
7:29ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 7:28
- ლუკას სახარება 4:32უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას.
- მარკოზის სახარება 1:22უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.
- იოანე 7:46მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი.
- მარკოზის სახარება 6:2შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?
- ლუკას სახარება 4:22ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
- მათეს სახარება 13:53და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა.
- მათეს სახარება 13:54მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
- იოანე 7:15უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 7
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში