
მარკოზის სახარება 11:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა.
მარკოზის სახარება 11:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 31 კვირის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 11:19 კონტექსტში
11:17ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
11:18გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება.
11:19შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა.
11:20დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო.
11:21გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 11:19
- ლუკას სახარება 21:37დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.
- მარკოზის სახარება 11:11შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით.
- იოანე 12:36სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 11
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში