
მარკოზის სახარება 11:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.
მარკოზის სახარება 11:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 31 კვირის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 11:21 კონტექსტში
11:19შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა.
11:20დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო.
11:21გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.
11:22მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა.
11:23რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 11:21
- კორინთელთა მიმართ ა 16:22ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!
- იგავესნი 3:33უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი კი კურთხეულია.
- მათეს სახარება 23:7და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!
- მათეს სახარება 25:41მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.
- ზაქარია 5:3მითხრა: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი; რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად.
- ზაქარია 5:4გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 11
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში