
მარკოზის სახარება 12:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
მარკოზის სახარება 12:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-37 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 12:1 კონტექსტში
12:1და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
12:2როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 12:1
- ესაია 5:1ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს.
- ესაია 5:4კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ხენეში ნაყოფი, როცა სავსე მტევნებს ველოდი?
- მარკოზის სახარება 13:34მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თითოეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
- ქებათა ქება 8:11ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ.
- ქებათა ქება 8:12ჩემი ვენახი კი ჩემ წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების.
- მარკოზის სახარება 4:2ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა:
- ფსალმუნები 80:8ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.
- ფსალმუნები 80:16დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 12
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში