
ფსალმუნი 80:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
ფსალმუნი 80:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 80:16 კონტექსტში
80:14ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
80:15გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე.
80:16დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
80:17იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე.
80:18და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 80:16
- ფსალმუნები 39:11თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა.
- იოანე 15:6ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,
- ესაია 27:11როცა გახმება მისი ტოტები და ჩამოიმტვრევა, მივლენ ქალები, რომ ცეცხლი წაუკიდონ, რადგან უგუნურია ეს ხალხი, ამიტომ არ შეიბრალებს მისი შემქმნელი და მისი გამომსახველი არ შეიწყალებს.
- ფსალმუნები 90:7რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
- ფსალმუნები 79:5როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი?
- ფსალმუნები 76:6შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.
- ფსალმუნები 76:7შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 80
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 80 · გახსენი ბიბლიის მკითხველში