
მარკოზის სახარება 12:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.
მარკოზის სახარება 12:36 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 თებერვალი, 2027 (სახარება).
მარკოზის სახარება 12:36 კონტექსტში
12:34როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის.
12:35კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?
12:36რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.
12:37ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.
12:38და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა,
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 12:36
- ფსალმუნები 110:1დავითისფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
- მათეს სახარება 22:43უთხრა მათ იესომ: კი მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს:
- მათეს სახარება 22:45ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?
- ებრაელთა მიმართ 1:13რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“?
- ებრაელთა მიმართ 10:12მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
- ებრაელთა მიმართ 10:13მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ.
- კორინთელთა მიმართ ა 15:25რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს.
- მოციქულთა საქმენი 2:34დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ,
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 12
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში