
მარკოზის სახარება 15:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.
მარკოზის სახარება 15:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 15:38 კონტექსტში
15:36ერთი კი გაიქცა, ძმრით გაჟღენთა ღრუბელი, ლერწამზე წამოაგო, სასმელად მისცა და ამბობდა: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის ჩამოსახსნელად.
15:37ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.
15:38მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.
15:39როცა მის პირდაპირ მდგარმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე იყო ღმრთისა.
15:40იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე,
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 15:38
- ებრაელთა მიმართ 10:19ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,
- ებრაელთა მიმართ 10:23მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი.
- ლუკას სახარება 23:45დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.
- ებრაელთა მიმართ 9:3მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“.
- ებრაელთა მიმართ 9:12ვაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა.
- მათეს სახარება 27:51და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
- მათეს სახარება 27:53საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს.
- ლევიანი 16:2უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, ყოველ დროს არ შევიდეს საწმიდარში, კრეტსაბმელს იქით, თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანს ახურავს, რათა არ მოკვდეს. რადგან ღრუბელში გამოვჩნდები თავსარქველზე.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 15
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში