
ლუკას სახარება 23:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.
ლუკას სახარება 23:45 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 მარტი, 2027, რძის უარყოფის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 23:45 კონტექსტში
23:43ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.
23:44იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე.
23:45დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.
23:46მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.
23:47ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 23:45
- ებრაელთა მიმართ 10:19ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,
- ებრაელთა მიმართ 10:22მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
- მათეს სახარება 27:51და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
- ებრაელთა მიმართ 9:3მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“.
- ებრაელთა მიმართ 9:8ამით სული წმიდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმიდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი.
- მარკოზის სახარება 15:38მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.
- ეფესელთა მიმართ 2:14რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,
- ეფესელთა მიმართ 2:18რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 23
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში