
მარკოზის სახარება 16:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.
მარკოზის სახარება 16:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 35-ე კვირა (ცისკრის მეორე სახარება).
მარკოზის სახარება 16:6 კონტექსტში
16:4მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.
16:5შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.
16:6ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.
16:7მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.
16:8გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 16:6
- გამოცხადება 1:17ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
- გამოცხადება 1:18აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.
- კორინთელთა მიმართ ა 15:3რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა,
- კორინთელთა მიმართ ა 15:7მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს;
- იოანე 2:19ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.
- იოანე 2:22ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც.
- ლუკას სახარება 24:46და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,
- იოანე 19:19დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 16
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში