გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მარკოზის სახარება 16:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მარკოზის სახარება 16:8

გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.

მარკოზის სახარება 16:8 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 31 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 35-ე კვირა (ცისკრის მეორე სახარება).

მარკოზის სახარება 16:8 კონტექსტში

16:6ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.

16:7მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.

16:8გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.

16:9ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი.

16:10ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ.

პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 16:8

განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 16

სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში