
მარკოზის სახარება 3:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო.
მარკოზის სახარება 3:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 13 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 3:24 კონტექსტში
3:22ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
3:23მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?
3:24თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო.
3:25და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი.
3:26ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 3:24
- ეზექიელი 37:22ერთ ხალხად გავხდი მათ ქვეყანაში, ისრაელის მთებზე, ერთი მეფე იქნება ყველასათვის მეფედ; აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ ამიერიდან.
- მეფეთა ბ 20:1მოხედა იქ ერთი უვარგისი კაცი, სახელად შებაყ ბიქრის ძე, ბენიამინიანი. ჰკრა ბუკს და გამოაცხადა: არა გვაქვს წილი დავითში, არა გვაქვს ხვედრი იესეს ძეში! თქვენ-თქვენი კარვებისკენ, ისრაელო!
- მეფეთა ბ 20:6უთხრა დავითმა აბიშაის: აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყ ბიქრის ძე. აიყვანე შენი ბატონის მორჩილნი და დაედევნე, თორემ გამაგრებულ ქალაქებს იპოვის და მიეფარება ჩვენს თვალს.
- კორინთელთა მიმართ ა 1:10მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენ შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.
- კორინთელთა მიმართ ა 1:13ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით?
- ესაია 19:2ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს.
- ესაია 19:3დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის თათბირს; კერპებს, მჩხიბავებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს დაუწყებენ ძებნას სამკითხაოდ.
- ზაქარია 11:14გავტეხავ მეორე კომბალს - საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 3
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში