
მარკოზის სახარება 8:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი.
მარკოზის სახარება 8:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 8:19 კონტექსტში
8:17მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული?
8:18თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ?
8:19როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი.
8:20ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 8:19
- ლუკას სახარება 9:12როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვართ.
- ლუკას სახარება 9:17ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი.
- მარკოზის სახარება 6:38მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“.
- მარკოზის სახარება 6:44ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი.
- იოანე 6:5გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ?
- იოანე 6:13მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
- მათეს სახარება 14:17ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა?
- მათეს სახარება 14:21ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 8
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში