გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მარკოზის სახარება 9:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მარკოზის სახარება 9:42

და ვინც აცდუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან.

მარკოზის სახარება 9:42 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 21 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30 კვირის ორშაბათი (სახარება).

მარკოზის სახარება 9:42 კონტექსტში

9:40რადგან ვინც ჩვენ წინააღმდეგ არაა, ჩვენ მხარესაა.

9:41იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.

9:42და ვინც აცდუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან.

9:43თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,

9:44სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.

პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 9:42

განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 9

სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში