
მათეს სახარება 10:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
მათეს სახარება 10:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 10:1 კონტექსტში
10:1მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
10:2ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;
10:3ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესი და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 10:1
- ლუკას სახარება 9:1მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა.
- ლუკას სახარება 9:6ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ.
- მარკოზის სახარება 3:13მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან.
- მარკოზის სახარება 3:15და რათა ჰქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა.
- მარკოზის სახარება 6:7მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.
- მარკოზის სახარება 6:13აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
- ლუკას სახარება 10:19აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ.
- მარკოზის სახარება 16:17ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 10
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში