
მათეს სახარება 10:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესი და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;
მათეს სახარება 10:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 10:3 კონტექსტში
10:1მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
10:2ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;
10:3ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესი და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;
10:4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
10:5აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 10:3
- მარკოზის სახარება 3:18ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი.
- მოციქულთა საქმენი 1:13შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
- მათეს სახარება 9:9იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.
- მარკოზის სახარება 2:14გზად მიმავალმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა.
- იოანე 1:43მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
- იოანე 1:46და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე.
- ლუკას სახარება 6:14სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
- ლუკას სახარება 6:16იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 10
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში