
მათეს სახარება 12:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას.
მათეს სახარება 12:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 12:19 კონტექსტში
12:17რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
12:18აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს.
12:19არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას.
12:20მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 12:19
- იოანე 18:36მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.
- იოანე 18:38უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:24უფლის მონას კი არ შეშვენის სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი;
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:25თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად.
- მათეს სახარება 11:29დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
- ლუკას სახარება 17:20ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;
- კორინთელთა მიმართ ბ 10:1ხოლო მე, პავლე, თქვენ შორის პირისპირ ყოფნისას - მდაბალი, შორიდან კი - თქვენ მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით:
- ზაქარია 9:9იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 12
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში