
მათეს სახარება 12:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს.
მათეს სახარება 12:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 12:21 კონტექსტში
12:19არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას.
12:20მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს.
12:21და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს.
12:22მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 12:21
- ესაია 11:10იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი.
- რომაელთა მიმართ 15:12ხოლო ესაია ამბობს: „იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა“.
- რომაელთა მიმართ 15:13სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენისმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.
- ესაია 42:4არ შედრკება და არ მოეშვება, ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს. მის რჯულს მოელიან ზღვისპირელნი.
- კოლასელთა მიმართ 1:27რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,
- ეფესელთა მიმართ 1:12რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;
- ეფესელთა მიმართ 1:13მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 12
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში