
მათეს სახარება 13:56 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და განა ჩვენ შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს?
მათეს სახარება 13:56 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 მაისი, 2027, აღდგომის მე-2 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 13:56 კონტექსტში
13:54მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
13:55განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
13:56და განა ჩვენ შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს?
13:57და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში.
13:58და არ მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 13
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში