
მათეს სახარება 13:58 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და არ მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
მათეს სახარება 13:58 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 მაისი, 2027, აღდგომის მე-2 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 13:58 კონტექსტში
13:56და განა ჩვენ შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს?
13:57და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში.
13:58და არ მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 13:58
- მარკოზის სახარება 6:5და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა.
- მარკოზის სახარება 6:6უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ.
- რომაელთა მიმართ 11:20კეთილი, ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.
- ებრაელთა მიმართ 3:12იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
- ებრაელთა მიმართ 3:19და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას.
- ლუკას სახარება 4:25ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელ ქვეყანაში.
- ლუკას სახარება 4:29ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.
- ებრაელთა მიმართ 4:6და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, -
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 13
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში