
მათეს სახარება 13:54 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
მათეს სახარება 13:54 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 მაისი, 2027, აღდგომის მე-2 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 13:54 კონტექსტში
13:52ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც.
13:53და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა.
13:54მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
13:55განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
13:56და განა ჩვენ შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 13:54
- იოანე 7:15უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?
- იოანე 7:16მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.
- მათეს სახარება 7:28და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
- მარკოზის სახარება 6:1წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
- მარკოზის სახარება 6:6უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ.
- მათეს სახარება 4:23მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
- ლუკას სახარება 4:16მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.
- ლუკას სახარება 4:30მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 13
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში