
მათეს სახარება 14:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს.
მათეს სახარება 14:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 3 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 7 კვირის სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 14:11 კონტექსტში
14:9შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.
14:10წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში.
14:11მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს.
14:12იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს.
14:13ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 14:11
- გამოცხადება 16:6რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან.
- ეზექიელი 35:6ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი: სისხლად გაქცევ და სისხლი დაგედევნება; ხომ არ გძულებია სისხლი და სისხლი დაგედევნება.
- იერემია 22:17შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
- იგავესნი 29:10სისხლისმსმელ ხალხს ეჯავრება უმწიკვლო კაცი, წრფელი ხალხი კი მის სულს მფარველობს.
- ეზექიელი 19:2და თქვა: რა იყო დედაშენი? ძუ ლომი ლომებში! იწვა ბოკვერთა შორის და ზრდიდა თავის ლეკვებს.
- ეზექიელი 19:3გამოზარდა ერთი ლეკვი, შეიქნა ბოკვერი და ისწავლა ნადავლის გლეჯა, ჭამდა ადამიანს;
- გამოცხადება 17:6და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
- იგავესნი 27:4მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 14
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში