
მათეს სახარება 14:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?
მათეს სახარება 14:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 14:31 კონტექსტში
14:29მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან.
14:30მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე!
14:31მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?
14:32და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.
14:33ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 14:31
- იაკობის ეპისტოლე 1:6მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.
- იაკობის ეპისტოლე 1:8ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.
- ფსალმუნები 138:7თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.
- ლუკას სახარება 22:31და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს.
- ლუკას სახარება 22:32მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.
- შესაქმე 22:14უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.
- მათეს სახარება 8:26მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
- მათეს სახარება 17:20ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 14
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში