
მათეს სახარება 14:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.
მათეს სახარება 14:32 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 14:32 კონტექსტში
14:30მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე!
14:31მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?
14:32და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.
14:33ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 14:32
- ფსალმუნები 107:29გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.
- ფსალმუნები 107:30გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას.
- მარკოზის სახარება 4:41ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
- იოანე 6:21უნდოდათ ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ.
- მარკოზის სახარება 6:51ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 14
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში