
მათეს სახარება 14:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.
მათეს სახარება 14:33 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 14:33 კონტექსტში
14:31მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?
14:32და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.
14:33ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.
14:34ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.
14:35და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელ მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 14:33
- ფსალმუნები 2:7გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
- იოანე 11:27მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.
- იოანე 1:49ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.
- რომაელთა მიმართ 1:4ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს,
- მარკოზის სახარება 1:1დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა.
- იოანე 9:35იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე?
- იოანე 9:38ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.
- იოანე 6:69ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 14
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში