
მათეს სახარება 20:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ვინც თქვენ შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.
მათეს სახარება 20:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 20:27 კონტექსტში
20:25ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.
20:26ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.
20:27და ვინც თქვენ შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.
20:28რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.
20:29როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი ხალხი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 20:27
- ლუკას სახარება 22:26ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენ შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური.
- მარკოზის სახარება 9:33მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში?
- მარკოზის სახარება 9:35მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური.
- მათეს სახარება 18:4ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:5რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის.
- კორინთელთა მიმართ ა 9:19რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.
- კორინთელთა მიმართ ა 9:23ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი.
- რომაელთა მიმართ 1:14ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 20
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში