გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 21:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 21:14

მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.

მათეს სახარება 21:14 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 20 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 9 კვირის პარასკევი (სახარება).

მათეს სახარება 21:14 კონტექსტში

21:12შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.

21:13და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.

21:14მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.

21:15როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.

21:16და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 21:14

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 21

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში