გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 21:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 21:17

მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე.

მათეს სახარება 21:17 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 აპრილი, 2027, ბზობა: უფლის იერუსალიმად შესვლა (ცისკრის სახარება).

მათეს სახარება 21:17 კონტექსტში

21:15როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.

21:16და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?

21:17მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე.

21:18ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა;

21:19დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე.

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 21:17

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 21

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში