
მათეს სახარება 21:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?
მათეს სახარება 21:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 აპრილი, 2027, ბზობა: უფლის იერუსალიმად შესვლა (ცისკრის სახარება).
მათეს სახარება 21:16 კონტექსტში
21:14მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.
21:15როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.
21:16და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?
21:17მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 21:16
- ფსალმუნები 8:2ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
- მათეს სახარება 11:25იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.
- ლუკას სახარება 19:39ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები.
- ლუკას სახარება 19:40ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.
- მათეს სახარება 19:4ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?
- მათეს სახარება 12:3ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც?
- მარკოზის სახარება 2:25ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
- მათეს სახარება 22:31ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს:
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 21
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში