
მათეს სახარება 21:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.
მათეს სახარება 21:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30-ე კვირა (სახარება).
მათეს სახარება 21:38 კონტექსტში
21:36ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს.
21:37ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
21:38მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.
21:39შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.
21:40მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 21:38
- ლუკას სახარება 20:14მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო.
- შესაქმე 37:18შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკვლა.
- შესაქმე 37:20ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.
- ებრაელთა მიმართ 1:2ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი,
- მარკოზის სახარება 12:7მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო ჩვენ დაგვრჩებაო.
- მარკოზის სახარება 12:8შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.
- მოციქულთა საქმენი 4:27ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენ მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.
- მოციქულთა საქმენი 4:28რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 21
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში