
მათეს სახარება 21:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?
მათეს სახარება 21:40 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30-ე კვირა (სახარება).
მათეს სახარება 21:40 კონტექსტში
21:38მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.
21:39შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.
21:40მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?
21:41უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.
21:42უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 21:40
- მარკოზის სახარება 12:9მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.
- ებრაელთა მიმართ 10:29როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?
- ლუკას სახარება 20:15ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
- ლუკას სახარება 20:16მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას!
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 21
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში