
მარკოზის სახარება 12:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.
მარკოზის სახარება 12:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-37 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 12:8 კონტექსტში
12:6ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
12:7მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო ჩვენ დაგვრჩებაო.
12:8შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.
12:9მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.
12:10ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 12:8
- მათეს სახარება 21:39შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.
- მათეს სახარება 21:33სხვა იგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
- ლუკას სახარება 20:15ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
- ებრაელთა მიმართ 13:11რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
- ებრაელთა მიმართ 13:13მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 12
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში