
მარკოზის სახარება 6:51 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.
მარკოზის სახარება 6:51 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-15 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 6:51 კონტექსტში
6:49ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს;
6:50რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.
6:51ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.
6:52რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან გამქისებულიყო მათი გული.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 6:51
- მარკოზის სახარება 4:39მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
- ფსალმუნები 93:3აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.
- ფსალმუნები 93:4წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი.
- მარკოზის სახარება 4:41ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
- მათეს სახარება 14:28მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან.
- მათეს სახარება 14:32და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.
- მარკოზის სახარება 2:12ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.
- მათეს სახარება 8:26მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 6
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში