
მათეს სახარება 9:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.
მათეს სახარება 9:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 6 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 9:21 კონტექსტში
9:19წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას.
9:20და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.
9:21რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.
9:22ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს.
9:23შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო;
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 9:21
- მარკოზის სახარება 5:26ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -
- მარკოზის სახარება 5:33მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა.
- ლუკას სახარება 8:45და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?
- ლუკას სახარება 8:47რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.
- მოციქულთა საქმენი 19:12ასე რომ, მის ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 9
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში