
მათეს სახარება 9:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
მათეს სახარება 9:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-6 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 9:6 კონტექსტში
9:4ხოლო იესო მიხვდა მათს ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?
9:5რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი?
9:6ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
9:7ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში.
9:8ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 9:6
- მათეს სახარება 9:5რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი?
- ესაია 43:25მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი.
- კორინთელთა მიმართ ბ 2:10ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.
- იოანე 5:21ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს.
- იოანე 5:23რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.
- იოანე 20:21კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ.
- იოანე 20:23ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.
- მოციქულთა საქმენი 5:31თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 9
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში