
ნაუმი 2:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.
ნაუმი 2:7 · საქართველოს საპატრიარქო
ნაუმი 2:7 კონტექსტში
2:5გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.
2:6გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე.
2:7გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.
2:8წყლისგან დაიცალა ნინევე - წყალსატევი; ისინი კი გარბიან. დადექით! დადექით! მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.
2:9დაიტაცეთ ოქრო, დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი, ძვირფასი ნივთები.
პარალელური ადგილები: ნაუმი 2:7
- ესაია 38:14როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!
- ესაია 59:11დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით; მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან.
- ლუკას სახარება 23:48სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.
- ლუკას სახარება 23:27უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას.
- ესაია 32:12მკერდს იცემდეთ სანატრელი ყანების გამო, ნაყოფიერ ვენახთა გამო.
განაგრძე კითხვა: ნაუმი 2
სრულად წაიკითხე: ნაუმი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში