
ნეემია 1:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ გაიხსენე ის სიტყვა, შენს მორჩილს, მოსეს რომ უბრძანე და უთხარი, თუ შესცოდავთ, ხალხებში გაგაბნევთო;
ნეემია 1:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 1:8 კონტექსტში
1:6დაე, შენი ყური სმენად იყოს და შენი თვალნი გახელილი იყოს, რათა შეიწყნარო შენი მორჩილის ლოცვა, ახლა დღედაღამე რომ შენ წინაშე ლოცულობსისრაელიანთათვის - შენს მორჩილთათვის და აღიარებს ისრაელიანთა ცოდვებს, რომლებითაც შენ შეგცოდეს; მეც და ჩემმა მამისსახლმაც შევცოდეთ.
1:7ჩვენ მეტისმეტად დავაშავეთ შენ წინაშე, არ ვასრულებდით იმ მცნებებს, წესებსა და სამართალს, შენს მორჩილს, მოსეს რომ უბრძანე.
1:8მაგრამ გაიხსენე ის სიტყვა, შენს მორჩილს, მოსეს რომ უბრძანე და უთხარი, თუ შესცოდავთ, ხალხებში გაგაბნევთო;
1:9მაგრამ თუ მოიქცევით ჩემკენ, დაიმარხავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომც იყოთ გაფანტულნი, იქიდან შეგკრებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო.
1:10ისინი ხომ შენი მორჩილნია და შენი ერია, შენი დიდი ძალითა და მაგარი ხელით რომ გამოისყიდე.
პარალელური ადგილები: ნეემია 1:8
- მეორე სთვლისაება 28:64გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამა-პაპა - ხესა და ქვას.
- მეორე სთვლისაება 4:25თუ გეყოლა შვილები და შვილთაშვილები, შეაბერდი ამ ქვეყანას, გაირყვენი და გაიკეთე კერპი, რაიმე გამოსახულება, უკეთურად მოიქეცი უფლის შენი ღმერთის თვალში და გააჯავრე იგი,
- მეორე სთვლისაება 4:27გაგფანტავთ უფალი ერებში და მცირენი-ღა დარჩებით ხალხთა შორის, სადაც მიგიყვანთ თქვენ უფალი.
- ლევიანი 26:33მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები.
- ლევიანი 26:46აჰა, წესები, სამართალი და რჯული, რომელიც დადო უფალმა თავისსა და ისრაელიანთა შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით.
- მეორე სთვლისაება 32:26ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან,
- მეორე სთვლისაება 32:28რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, განსჯა აღარ არის მათში.
- ლუკას სახარება 1:72რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;
განაგრძე კითხვა: ნეემია 1
სრულად წაიკითხე: ნეემია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში