
ნეემია 11:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები, ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე.
ნეემია 11:17 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 11:17 კონტექსტში
11:15ლევიანთაგან: შემაყია ხაშების ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბენის ძე,
11:16შაბთაი და იოზაბადი - ღვთის სახლის გარე საქმეების გამრიგე ლევიანთა თავკაცთაგან.
11:17მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები, ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე.
11:18წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო.
11:19კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ, ას სამოცდათორმეტნი იყვნენ.
პარალელური ადგილები: ნეემია 11:17
- ნეშტთა შორისა ა 9:15ბაკებაკარი, ხერეში, გალალი, მათანია ძე მიქასი, ძე ზაქრისა, ძე ასფისა,
- ნეშტთა შორისა ა 25:1დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
- ნეშტთა შორისა ა 25:6ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.
- ნეშტთა შორისა ა 16:4დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა.
- ნეემია 10:12ზაქური, შერებია, შებანია,
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:17გამუდმებით ილოცეთ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:18მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენ მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.
- ნეემია 12:25მათანა, ბაკბუკია, ყობადია, მეშელამი, ტალმონი, ყაკუბი, გუშაგები და კარისმცველები კარიბჭეების ზღურბლებთან ყარაულობდნენ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 11
სრულად წაიკითხე: ნეემია 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში