გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 11:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 11:18

წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო.

ნეემია 11:18 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 11:18 კონტექსტში

11:16შაბთაი და იოზაბადი - ღვთის სახლის გარე საქმეების გამრიგე ლევიანთა თავკაცთაგან.

11:17მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები, ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე.

11:18წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო.

11:19კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ, ას სამოცდათორმეტნი იყვნენ.

11:20დანარჩენი ისრაელიანები და ლევიანები იუდას ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში.

პარალელური ადგილები: ნეემია 11:18

განაგრძე კითხვა: ნეემია 11

სრულად წაიკითხე: ნეემია 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში