
ნეემია 11:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დანარჩენი ისრაელიანები და ლევიანები იუდას ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში.
ნეემია 11:20 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 11:20 კონტექსტში
11:18წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო.
11:19კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ, ას სამოცდათორმეტნი იყვნენ.
11:20დანარჩენი ისრაელიანები და ლევიანები იუდას ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში.
11:21შეწირულნი ყოფელში ცხოვრობდნენ; შეწირულთ ციხა და გიშფა ადგნენ თავს.
11:22ლევიანთა ხელისუფალი იერუსალიმში იყო ყუზია ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი, იმ ასაფიანთაგან, რომელნიც მგალობლებად იყვნენ ღვთის სახლის სამსახურში.
პარალელური ადგილები: ნეემია 11:20
განაგრძე კითხვა: ნეემია 11
სრულად წაიკითხე: ნეემია 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში