
ნეემია 12:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეფრემის კარიბჭიდან, ძველი კარიბჭისა და თევზთა კარიბჭის, ხანანელის გოდლისა და მეას გოდლის გავლით, ვიდრე ცხვრის კარიბჭემდე. ისინი სატუსაღოს კარიბჭესთან შედგნენ.
ნეემია 12:39 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 12:39 კონტექსტში
12:37წყაროსთვალის კარიბჭესთან, მოპირდაპირე მხარეს მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალ კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლების კარიბჭისკენ, აღმოსავლეთით.
12:38მეორე გუნდი მათი საპირისპირო მხრიდან უვლიდა, მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე, ღუმელთა გოდლიდან ზრქელ კედლამდე.
12:39ეფრემის კარიბჭიდან, ძველი კარიბჭისა და თევზთა კარიბჭის, ხანანელის გოდლისა და მეას გოდლის გავლით, ვიდრე ცხვრის კარიბჭემდე. ისინი სატუსაღოს კარიბჭესთან შედგნენ.
12:40შემდეგ ორთავე გუნდი ღვთის სახლში დადგა, მეც იქ ვიყავი წინამძღოლთა ნახევრის თანხლებით.
12:41იქვე იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია და ხანანია თავიანთი საყვირებით,
პარალელური ადგილები: ნეემია 12:39
- ნეემია 3:1ადგენენ ელიაშიბ მღვდელმთავარი და მისი ძმები - მღვდლები და ცხვრის კარიბჭე აღადგინეს. განათლეს იგი, ჩაუყენეს კარები და განათლეს მეას კოშკამდე და ხანანელის გოდლამდე.
- ნეემია 8:16გავიდა ხალხი, მოიტანა და გაიკეთა კარვები ყველამ თავ-თავის ბანზე, ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლების კარიბჭისა და ეფრემის კარიბჭის მოედნებზე.
- ნეემია 3:3თევზთა კარიბჭეს ჰასენაას ძენი აშენებდნენ; გადახურეს იგი, კარი ჩაუყენეს, და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს.
- ნეემია 3:6ძველ კარიბჭეს იოიადაყ ფასეახის ძე და მეშეღამ ბესოდიას ძე ამაგრებდნენ; მათ გადახურეს იგი, კარები ჩაუყენეს და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს.
- ნეემია 3:25მის იქით ფალალ უზაის ძე ამაგრებდა კუთხისა და იმ გოდლის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც მეფის ზემო სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მას იქით ფედაია ფარყოშის ძე ამაგრებდა.
- იერემია 32:2მაშინ გარს ადგა ბაბილონის მეფის ჯარი იერუსალიმს, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი საპატიმროში იყო გამომწყვდეული, იუდას მეფის სასახლეში,
- იერემია 31:38აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და აუშენდება ქალაქი უფალს ხანანიელის გოდლიდან კუთხის კარიბჭემდე;
- ნეემია 3:31მის იქით ამაგრებდა მალქია ჰაცორფის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, ჰამიფკადის მოპირდაპირე მხრეს და კუთხის ოთახამდე.
განაგრძე კითხვა: ნეემია 12
სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში