
ნეემია 12:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეორე გუნდი მათი საპირისპირო მხრიდან უვლიდა, მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე, ღუმელთა გოდლიდან ზრქელ კედლამდე.
ნეემია 12:38 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 12:38 კონტექსტში
12:36მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნათანიელი, იუდა და ხანანი დავითის, ღვთისკაცის, საკრავებით მიდიოდნენ, წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღოდათ.
12:37წყაროსთვალის კარიბჭესთან, მოპირდაპირე მხარეს მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალ კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლების კარიბჭისკენ, აღმოსავლეთით.
12:38მეორე გუნდი მათი საპირისპირო მხრიდან უვლიდა, მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე, ღუმელთა გოდლიდან ზრქელ კედლამდე.
12:39ეფრემის კარიბჭიდან, ძველი კარიბჭისა და თევზთა კარიბჭის, ხანანელის გოდლისა და მეას გოდლის გავლით, ვიდრე ცხვრის კარიბჭემდე. ისინი სატუსაღოს კარიბჭესთან შედგნენ.
12:40შემდეგ ორთავე გუნდი ღვთის სახლში დადგა, მეც იქ ვიყავი წინამძღოლთა ნახევრის თანხლებით.
პარალელური ადგილები: ნეემია 12:38
- ნეემია 3:8მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე - ოქრომჭედელი. მის გვერდით ამაგრებდა ხანანია ჰარაკახიმის ძე. აღადგინეს იერუსალიმი ფართო კედლამდე
- ნეემია 3:11მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახად-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი.
- ნეემია 12:31კედელთან მოვუხმე იუდას მთავრებს; დავაყენე ორი დიდი გუნდი შემოსავლელად, ერთი კედლის მარჯვენა მხარეს, მეორე სანაგვის კარიბჭესთან.
განაგრძე კითხვა: ნეემია 12
სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში