
ნეემია 12:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყაროსთვალის კარიბჭესთან, მოპირდაპირე მხარეს მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალ კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლების კარიბჭისკენ, აღმოსავლეთით.
ნეემია 12:37 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 12:37 კონტექსტში
12:35მღვდლების ძეთაგან საყვირებით მისდევდნენ: ზაქარია იონათანის ძე, შემაყიას ძე, მათანიას ძე, მიქაიას ძე, ზაქურის ძე, ასაფის ძე,
12:36მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნათანიელი, იუდა და ხანანი დავითის, ღვთისკაცის, საკრავებით მიდიოდნენ, წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღოდათ.
12:37წყაროსთვალის კარიბჭესთან, მოპირდაპირე მხარეს მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალ კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლების კარიბჭისკენ, აღმოსავლეთით.
12:38მეორე გუნდი მათი საპირისპირო მხრიდან უვლიდა, მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე, ღუმელთა გოდლიდან ზრქელ კედლამდე.
12:39ეფრემის კარიბჭიდან, ძველი კარიბჭისა და თევზთა კარიბჭის, ხანანელის გოდლისა და მეას გოდლის გავლით, ვიდრე ცხვრის კარიბჭემდე. ისინი სატუსაღოს კარიბჭესთან შედგნენ.
პარალელური ადგილები: ნეემია 12:37
- ნეემია 2:14მივედი წყაროს კარიბჭესთან და მეფის ტბორთან. მაგრამ იქ ადგილი არ იყო, რომ იმ პირუტყვს გაეარა, რომელზეც ამხედრებული ვიყავი.
- ნეემია 3:26შეწირულებმა კი სოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭის მოპირდაპირე მხარემდე, აღმოსავლეთისკენ და გამოშვერილ გოდლამდე.
- ნეემია 8:1როგორც ერთი კაცი, შეიკრიბა მთელი ერი იმ მოედანზე, წყლების კარიბჭის წინ რომ არის, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.
- ნეემია 8:16გავიდა ხალხი, მოიტანა და გაიკეთა კარვები ყველამ თავ-თავის ბანზე, ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლების კარიბჭისა და ეფრემის კარიბჭის მოედნებზე.
- ნეემია 8:3წყლების კარიბჭესთან რომ მოედანია, იქ კითხულობდა მას განთიადიდან შუადღემდე კაცების, ქალებისა და გამგებთა წინაშე. მთელი ერის ყური რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.
- მეფეთა ბ 5:7მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
- მეფეთა ბ 5:9დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი; და ააშენა დავითმა მილოს გარშემო და შიგნით.
- ნეემია 3:15წყაროს კარიბჭეს ამაგრებდა შალუმ ქოლ-ხოზეას ძე, მიცფას ოლქის მთავარი. ააშგნა მან, გადახურა იგი, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა. მანვე ააშენა მეფის ბაღის წინ სილოამის ტბორის კედელი, დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე.
განაგრძე კითხვა: ნეემია 12
სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში